ვახტანგ გომელაური: სუსი და დაზვერვა არ უნდა გაერთიანდეს

პარლამენტის ნდობის ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა უსაფრთხოების შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მისი მოსაზრებით სუსი და დაზვერვა არ უნდა გაერთიანდეს.

“ამაზე მთავრობა და პარლამენტი შეთანხმდნენ ერთად, გაიარეს თემები და გადაწყვიტეს ასე, მეც მხარს ვუჭერ ამ პოზიციას, რაც ახლა გადაწყდა – ცალკე უნდა დარჩეს დაზვერვის სამსახური” – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

დაზვერვის სამსახური და სუსი შესაძლოა აღარ გაერთიანდეს. მთავრობამ პროექტი 4 დეკემბერს პარლამენტიდან გაიწვია.

“უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებების თანახმად, უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეს „თავის გაუმჟღავნებლად“ და სამსახურეობრივი მიზნებისთვის შეეძლება დასაქმდეს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოში, აგრეთვე სხვადასხვა საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში.

banner
წინა სტატიაშიტყეში ნაპოვნია ერთ-ერთი სამარხი, სამალავიდან არის ამოღებული იარაღი
შემდეგი სტატიაანა ნაცვლიშვილი დღეიდან საიას თავმჯდომარე აღარ იქნება