ვახტანგ გომელაური: სხვადასხვა ქვეყანაში წარგზავნილია პოლიციის 18 ატაშე, რომლებიც 36 სახელმწიფოს ფარავენ

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა
საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას პოლიციის ატაშეებზეც ისაუბრა
და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაფართოვდა საერთაშორისო
საპოლიციო თანამშრომლობა.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაფართოვდა საერთაშორისო საპოლიციო
თანამშრომლობა. დღეის მდგომარეობით, სხვადასხვა ქვეყანაში წარგზავნილია
პოლიციის 18 ატაშე, რომლებიც 36 სახელმწიფოს ფარავენ, მათ შორის, გასულ
წელს, ირლანდიასა და ისრაელში მივლენილ იქნენ პოლიციის ატაშეები და ეს
პროცესი მომავალშიც გაგრძელდება”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაური: შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა და ამ მიმართულებით მუდმივად ხორციელდება სხვადასხვა რეფორმა
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური – 2023 წელი განსაკუთრებული იყო თანამშრომელთა ანაზღაურების ზრდის კუთხით