შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი, ვახტანგ გომელაური პარლამენტში,
მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში, მოხსენებით წარდგა.
ვახტანგ გომელაურმა მოხსენებით წარდგენისას დეპუტატებს სხვა მნიშვნელოვან
საკითხებთან ერთად, დანაშაულის სტატისტიკური მონაცემები გააცნო და
აღნიშნა, რომ წინა წლებთან შედარებით, მდგომარეობა მკვეთრად
გაუმჯობესებულია.
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, სისხლის სამართლის
სტატისტიკა ცალსახად მოწმობს, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა
სტაბილურად მშვიდია და წლების მიხედვით უმჯობესდება.
„როგორც მოგეხსენებათ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის
ეფექტიანობის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი დანაშაულის კლების სტატისტიკაა.
შესაბამისად, პირველ რიგში სწორედ ამ კუთხით მიმდინარე ტენდენციებს მინდა
გავუსვა ხაზი. სისხლის სამართლის სტატისტიკა ცალსახად მოწმობს, რომ
ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა სტაბილურად მშვიდია და წლების
მიხედვით უმჯობესდება. მინდა გამოვყო 6 კატეგორიის დანაშაული (განზრახ
მკვლელობა, განზრახ მკვლელობის მცდელობა, ქურდობა ბინაში შეღწევით, ძარცვა,
ყაჩაღობა, ხულიგნობა). სტატისტიკა ადასტურებს, რომ წინა წლებთან
შედარებით, მდგომარეობა მკვეთრად არის გაუმჯობესებული.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის
პროცენტული მაჩვენებელი ბოლო ოცი წლის განმავლობაში უპრეცედენტოდ მაღალია
და 64,87%-ს შეადგენს, რაც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო
დონეზეც საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს“, – განაცხადა ვახტანგ