ვახტანგ გომელაური: საქართველო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, შეფასების უმაღლეს საფეხურზეა და კვლავ ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათაში

"ვინ არის ვახტანგ გომელაური?" კვლავ პასუხგაუცემელი დარჩა

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს
საკანონმდებლო ორგანოში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით
გამოსვლისას განაცხადა, რომ ტრეფიკინგის შესახებ ამერიკის შეერთებული
შტატების ანგარიშის თანახმად, 2023 წლის მონაცემებით, საქართველო კვლავ
უმაღლეს საფეხურზეა და პირველ კალათაში იკავებს ადგილს ტრეფიკინგთან
ბრძოლის მიმართულებით.

“აუცილებლად უნდა აღინიშნოს სამინისტროს აქტიური მუშაობა ტრეფიკინგთან
ბრძოლის მიმართულებითაც. ტრეფიკინგის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების
ანგარიშის თანახმად, ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ სახელმწიფოების მიერ
განხორციელებული ღონისძიებების მიხედვით, 2023 წელსაც საქართველო უმაღლეს
საფეხურზე, პირველ კალათაში, იკავებს ადგილს”, – განაცხადა ვახტანგ
გომელაურმა.

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაური: ბოლო წლებში, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური: ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს დანაშაულის პრევენციას და შემდგომში მის აღკვეთას