ვახტანგ გომელაური: საპატრულო პოლიციის მომსახურების ცენტრები უახლოეს ხანში გაიხსნება გურიის, იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში, მნიშვნელოვანი რეფორმები გრძელდება მომსახურების სააგენტოში

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ უწყების 10-წლიანი განვითარების
გეგმის პრეზენტაციაზე, მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ
სერვისების გაუმჯობესების და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ბოლო წლების
განმავლობაში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა.
“საპოლიციო სერვისის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით შეიქმნა საპატრულო
პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი. მოქალაქეებს ერთი ფანჯრის პრინციპით
მიეწოდებათ საპოლიციო სერვისები. ერთიანი მომსახურების ცენტრი
ფუნქციონირებს თბილისში, მცხეთასა და რუსთავში. უახლოეს ხანში ერთიანი
მომსახურების ცენტრი გაიხსნება გურიის, იმერეთისა და შიდა ქართლის
რეგიონებში. აღნიშნული პროექტი ეტაპობრივად მოიცავს მთელ ქვეყანას.
სერვისების გაუმჯობესების და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ბოლო წლების
განმავლობაში, მომსახურების სააგენტოში მნიშვნელოვანი რეფორმები
განხორციელდა.
ევროსტანდარტების შესაბამისად, მართვის მოწმობა გაიცემა როგორც ავტომატური,
ასევე, მექანიკურ გადაცემათა კოლოფის სატრანსპორტო საშუალებებისთვის,
ამასთანავე გაუმჯობესდა და არაერთი სერვისი ხელმისაწვდომი გახდა
ელექტრონული გზით.
მომსახურების სააგენტო 10-წლიან საანგარიშო პერიოდში, თანამედროვე
გამოწვევის შესაბამისად, განავითარებს მოქალაქეზე ორიენტირებულ, სწრაფ და
ხელმისაწვდომ სერვისებს. 2022 წლიდან მოქალაქეებს შეეძლებათ სატრანსპორტო
საშუალების დისტანციურად რეგისტრაცია/გადაფორმება და სახელმწიფო სანომრე
ნიშნების დისტანციურად შეცვლა.
2022 წლიდან მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა გახდება
ორეტაპიანი, რაც გულისხმობს მძღოლობის კანდიდატის გამოცდას რეალური საგზაო
მოძრაობის პირობებში. ასევე განხორციელდება მოპედების რეგისტრაცია და
სავალდებულო გახდება შესაბამისი მოწმობის გამოცდის ჩაბარება”, – განაცხადა
ვახტანგ გომელაურმა.

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაური: 2030 წლამდე გაგრძელდება დიდი ქალაქების პოლიციის დანაყოფებში ბავშვზე მორგებული სივრცეების შექმნა, ასევე, არასრულწლოვანთა საქმეების სპეციალიზებული დანაყოფი
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური: დაცული საზღვრები ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გარანტია, მომდევნო 10 წელში სრულად განახლდება ყველა სასაზღვრო სექტორი, გაძლიერდება სასაზღვრო ავიაცია და სანაპირო დაცვის ფლოტი