ვახტანგ გომელაური პარლამენტს 2017 წლის ანგარიშს წარუდგენს

პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ელოდებიან. დეპუტატებს ვახტანგ გომელაური სესიაზე გასული წლის ანგარიშს წარუდგენს.

მასში საუბარია, ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და საფრთხეებზე. გომელაური კანონმდებლების შეკითხვებსაც უპასუხებს. „ნაციონალურ მოძრაობას“ აინტერესებს, რას უპირისპირებს სუს-ი რუსულ პროპაგანდას.

„ქვეყანაში საგრძნობლად გაძლიერდა რუსეთის სპეცსამსახურების გავლენა მათ შორის რბილი ძალის გამოყენების გზით… ჩემთვის საინტერესოა სუს-ის ხელმძღვანელმა აგვიხსნას, როგორ მოხერხდა ეს და რა არის სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც ამას უპირისპირდება“- აცხადებს სალომე სამადაშვილი.

“ევროპული საქართველო“ კი ძირითადად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენილ დანაშაულებზე გაამახვილებს ყურადღებას. ასევე კითხვა შეეხება თუ რა ეტაპზეა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შედგენაც.

„ჩვენი ე.წ. საზღვრის კონტროლი, ჩვენი მოქალაქეების უფლებების უხეში დარღვევა ვთვლით, რომ სახელმწიფო სამსახური უფრო აქტიური უნდა იყოს და პრევენციაზე უნდა იმუშაოს“- აცხადებს ოთარ კახიძე.

სუსის მუშაობით კმაყოფილია საპარლამენტო უმრავლესობა.

„ანგარიში არის მაღალი ხარისხით შესრულებული, მასში დასახელებულია ის საფრთხეები და გამოწვევები რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და ამ საფრთხეების სხვადასხვა გამოვლინებები, მათ საპასუხოდ უსაფრთხოების სამსახურმა განსაზღვრა ოპერატიული და ინსტიტუციური პრიორიტეტები“ – აცხადებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს ყოფილი პირველი ლედი ბარბარა ბუში გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაევროსაბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშს – „კონფლიქტი საქართველოში“ მინისტრთა მოადგილეების კომიტეტზე განიხილავენ