ვახტანგ გომელაური: მსურს მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს მხარდაჭერისთვის

შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმ – 2023-ის”
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს
მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ თანამშრომლობა სამომავლოდ კიდევ უფრო
აქტიურად გაგრძელდება და საქართველო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს
კიბერუსაფრთხოების სფეროში.

„ფორუმის განმავლობაში დეტალურად გავეცნობით როგორც საქართველოს უწყებების
საქმიანობას, ისე საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ
ღონისძიებებს.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნისა და საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრის სახელით, მსურს, კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო ჩვენს
საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს მხარდაჭერისთვის. წარმატებას
ვუსურვებ ფორუმის მონაწილეებს. დარწმუნებული ვარ, მსგავსი კონფერენციები და
თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება და საქართველო
მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მსოფლიო კიბერუსაფრთხოების სფეროში,“-
აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიგომელაური: 2021 წელს დამტკიცდა საქართველოს კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და აქტიურად მიმდინარეობს სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესი
შემდეგი სტატიათაბუკაშვილის ქუჩის N51-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია იწყება