ვახტანგ გომელაური: კრიმინალის შესახებ არის წინა წლების ციფრებიც, უფრო მეტი დანაშაული ხდებოდა მაშინ, როდესაც სამჯერ მეტი ადამიანი იჯდა ციხეში

შინაგან საქმეთა მინისტრმა კიბერუსაფრთხოების ფორუმის შემდეგ ჟურნალისტების
კითხვებს ქვეყანაში კრიმინოგენული მდგომარეობის შესახებ უპასუხა. ვახტანგ
გომალაურმა აღნიშნა, რომ არჩევნებია და ოპონენტები კრიმინალის მატების
შესახებ ინტერპრეტირებენ, რადგან წარმოჩინდეს რომ ქვეყანაში მძიმე
მდგომარეობაა. მაგრამ არსებობს წინა წლების სტატისტიკაც, მაშინ როცა ციხეში
სამჯერ მეტი ადამიანი იჯდა უფრო მეტი დანაშაული ხდებოდა.

“კრიმინალზე ძალიან ბევრჯერ მაქვს კომენტარი გაკეთებული. სამწუხაროდ ხდება
ინტერპრეტაციები ჩემი განცხადებების. ძალიან მარტივია, არსებობს ჩვენი
ვებ-გვერდი სადაც არის ოფიციალური ციფრები, სადაც დევს არა მარტო ამ
წლების,სხვა წინა წლების მონაცემებიც. როდესაც პოლიტიკოსები და
ჟურნალისტები საუბრობენ, რომ კრიმინალმა მოიმატა და დაიქცა ქვეყანა,
შევიდნენ და ნახონ ძველი ციფრები. ეს ციფრები ჩვენი მოგონილი არ არის და
2007-ში 2008-ში წელს ამ ციფრებს ჩვენ ვერ დავწერდით. ნახავთ თუ რამხელა
სხვაობაა თუნდაც წინა წლებში, სულ კლებადი ვერ იქნება. ხანდახან იკლებს,
ხან იმატებს. არ მიყვარს ხოლმე ძველის გახსენება ძველ მთავრობაში და ამ
მთავრობაში, მაგრამ იძულებული ვარ ხაზი გავუსვა. ელემენტარულად, ციხეებში
იჯდა 24 000 – 25 000 ადამიანი. დღეს ზის 9 000-მდე პატიმარიც არ არის.
როცა ხდებოდა 300 ერთეული დანაშაული, დღეს ხდება 100 ერთეული. ანუ სამჯერ
მეტი ხდებოდა მაშინ, როდესაც სამჯერ მეტი იჯდა ციხეში ადამიანი. კიდევ
ვიმეორებ, არის საიტზე ციფრები, სადაც შეგიძლიათ ნახოთ, არ სჭირდება ამას
იურიდიული განათლება და ეკონომიკური განათლება და ა.შ. იყო 300, დღეს არის
100, ვთქვათ, პირობითად ვიძახი ამ ციფრებს.

მესმის, რომ არჩევნებია და ოპონენტები ყოველთვის იტყვიან, რომ კრიმინალმა
მოიმატა, დაიქცა ქვეყანა და მით უმეტეს გაშუქებაც გააქტიურებულია,
კრიმინალი ხდებოდა და ახლაც ხდება,” – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

banner
წინა სტატიაშიჩვენი მხარდამჭერებისთვის შეურაცხყოფის მიყენებაზე თვალს არ დავხუჭავთ, ამიტომ უპრიანი იქნება გირჩმა მათ ბოდიში მოუხადოს – სამადაშვილი
შემდეგი სტატიათიბისი ბიზნესებს 250 000 ლარამდე სესხს სთავაზობს უზრუნველყოფის გარეშე