ვახტანგ გომელაური: “კიდევ ერთხელ, მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე”

“ძალიან მძიმე ფაქტი იყო, ძალიან ცუდია, რაც მოხდა და კიდევ
ერთხელ ვუსამძიმრებ მის ოჯახს”,- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა,
ვახტანგ გომელაურმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში სტუმრობისას,
ტელეკომპანია “ტვ1”-ის გარდაცვლილი ოპერატორის – ლექსო
ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე.

“პირველ რიგში, მინდა ვისარგებლო ამ ეთერით და კიდევ ერთხელ, ღრმა
მწუხარება გამოვხატო ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე. ძალიან მძიმე
ფაქტი იყო, ძალიან ცუდია, რაც მოხდა და კიდევ ერთხელ, ვუსამძიმრებ მის
ოჯახს, ახლობლებს. რაც შეეხება კითხვებს – ჩვენც ზუსტად მანდ ვართ, რომ
უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ჟურნალისტებზე იძალადა. ჩვენც ​იგივეს მოვითხოვთ
და იგივეს ვაკეთებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ზუსტად, გამოძიებიდან
გამომდინარე, რომ არავინ დარჩეს დაუსჯელი, ვინც იძალადა ჟურნალისტებზე.
ამას ვაკეთებთ, რა თქმა უნდა, ჩვენც და ჩვენი გუნდიც, ამ მიმართულებით
მივდივართ”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშითენგიზ ცერცვაძე: ეტაპზე 16 წლის ასაკიდან მოქალაქეების აცრა „ფაიზერის“ გარდა, სხვა ვაქცინების შემთხვევაში არ იგეგმება
შემდეგი სტატიაგომელაური: ასობით ვიდეოფაილის გადამოწმება მოუხდათ ჩვენს გამომძიებლებს და დღესაც მუშაობენ ამ მიმართულებით