ვახტანგ გომელაური – ყველაფერი გავაკეთეთ, რომ გუშინ ერთს ადამიანსაც არაფერი დაშავებოდა

ყველაფერი გავაკეთეთ, რომ გუშინ ერთს ადამიანსაც არაფერი დაშავებოდა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, გუშინ მძიმე დღე იყო ყველასთვის, მათ შორის შსს-სთვის, მძევლებისთვის.

„შენობის შიგნით იყო დარჩენილი 43 ადამიანისთვის, ყველაფერი გააკეთა, შსს-მ, ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ არავინ დაშავებულიყო, პირველი ჩვენი ამოცანა იყო. ეს იყო შეთანხმებული ხელმძღვანელობასთან, პრემიერ-მინისტრთანაც, დავალება იყო, რომ არავინ დაშავებულიყო, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ერთს ადამიანსაც არაფერი დაშავებოდა. იყო ეტაპობრივი გამოშვევები, ჩვენი თანამშრომელი მივიდა უთხრა, გამოგყვებით ხუთი, ათი კაცი, რამდენიც გინდა. თავიდან უარს ამბობდა, მერე დაგვთანხმდა ერთ ადამიანზე, მადლობა ავთო გალდავას, რომელმაც თავი გაწირა, არც ჩემთვის იყო ადვილი გადასაწყვეტი თანამშრომლის გაშვება, რომ ის ადამიანი ან დაბრუნდებოდა ან არა. ერთი წამით უარი არ უთქვამს და არ შეუდრეკია თავისი გმირული ნაბიჯი მადლობა მინდა ვუთხრა. წაიყვანა მძევლებიც სამი ადამიანი, რომლებიც მანქანით რამდენიმე საათი მოძრაობდნენ, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ის დაგვეკავებინა, მანქანიდან გადავიდა და მიიმალა გამთენიისას. გამოძიების მიმდინარეობაზე ვერაფერს გეტყვით, ერთმა სიტყვამაც შეიძლება, ხელი შეუშალოს გამოძიებას, 43 მძევალი გავათავისუფლეთ, მეორე ეტაპია, ეს ადამიანი დავიჭიროთ და დავსაჯოთ“, – განაცხადა გომელაურმა.

banner
წინა სტატიაშიკალაძე ზუგდიდის სპეცოპერაციაზე: სანამ ემოციები არ დაცხრება, შეფასებებისგან თავს შევიკავებ
შემდეგი სტატია“არ არსებობს არანაირი თანხა ადამიანის სიცოცხლის საფასურად”