ვახტანგ გომელაური – ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი საქართველომ ღირსეულად მოიპოვა – ყველას გილოცავთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ამ დიდ და ისტორიულ მიღწევას

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფორმატში გასული წლის ანგარიში წარადგინა. შს მინისტრმა მოხსენების დასაწყისში ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე და აღნიშნა, რომ სტატუსი საქართველომ ღირსეულად მოიპოვა.

„გასული წლის ანგარიშის მოხსენება მინდა დავიწყო იმ წარმატებით, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ ღირსეულად მოიპოვა და მიიღო ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი. ყველას გილოცავთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ამ დიდ და ისტორიულ მიღწევას. შინაგან საქმეთა სამინისტრო წლების განმავლობაში ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს, რომლის შესახებაც საზოგადოებას, ამ ტრიბუნიდან არაერთხელ მიუღია ინფორმაცია. 2023 წელს, ამ მნიშვნელოვან ნაბიჯთან ერთად, ქვეყანას ჰქონდა გამოწვევები, რომლებსაც მიუხედავად მსოფლიოში მიმდინარე რთული პროცესებისა წარმატებით გავართვით თავი“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

banner
წინა სტატიაშიანრი ოხანაშვილი – „გირჩი – მეტი თავისუფლება“, მელია, სააკაშვილი თუ გვარამია ერთი სუბიექტი არიან
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური – შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცხადებული და დაგეგმილი პროექტების წარმატებით შესრულებამ, საერთაშორისო ასპარეზზე უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი განაპირობა