ვახტანგ გომელაური დიმიტრი ხუნდაძის ბიუროსთან მომხდარ დაპირისპირებაზე – საქმე აღძრულია, თუ დასაკავებელი იქნება, ადამიანებს დააკავებენ

გეუბნებით, საქმე აღძრულია, თუ დასაკავებელი იქნება, ადამიანებს დააკავებენ, – ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მედიას განუცხადა, რითაც მცხეთაში გუშინ განვითარებულ მოვლენებს და დაპირისპირებას გამოეხმაურა.

შს მინისტრის თქმით, პოლიციას ადეკვატური რეაგირება ჰქონდა.

„მე ვიტყოდი, ადეკვატური რეაგირება ჰქონდა პოლიციას, საქმე აღიძრა. რა თქმა უნდა, პოლიციასთან იყო შეხლა-შემოხლა. სამწუხაროდ, მოვუწოდეთ ჩაბრძანებულიყვნენ, ქვემოთ გაწეულიყვნენ ეს ადამიანები, თუმცა ამ ადამიანებმა უარი განაცხადეს, დაპირისპირება ორ ჯგუფს შორის მოხდა “, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შეგახსენებთ, გუშინ მცხეთაში, მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის ბიუროსთან ერთმანეთს ფიზიკურად მოძრაობა „გაბედეს“ წევრები და „ქართული ოცნების“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ.

banner
წინა სტატიაშიხმაური და ფიზიკური დაპირისპირება ქობულეთის საკრებულოში – ერთმანეთს “ოცნების” და ენმ-ს წევრები დაუპირისპირდნენ
შემდეგი სტატიაეს ახალგაზრდები დღეს შეიძლება ერთმანეთთან ოპონირებენ, მაგრამ ხვალ მათ უნდა ააშენოს ეს ქვეყანა და ვინც გაბედავს, გააღვივოს მათ შორის დაპირისპირება, კანონთან ერთდ მორალური პასუხისმგებლობაც დაეკისრება