ვახტანგ გომელაური: დაცული საზღვრები ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გარანტია, მომდევნო 10 წელში სრულად განახლდება ყველა სასაზღვრო სექტორი, გაძლიერდება სასაზღვრო ავიაცია და სანაპირო დაცვის ფლოტი

gulis eleqsiri

შინაგან საქმეთა სამინისტროში უწყების 10-წლიანი სამოქმედო გეგმის
პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა,
რომ 10-წლიან გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა სასაზღვრო პოლიციის
რეფორმირებასა და შესაძლებლობების გაზრდას, რისთვისაც რამდენიმე
მნიშვნელოვანი პროექტი იგეგმება.
“შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზღვრის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი
ნაბიჯები გადაიდგა. დაცული საზღვრები ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი
მთავარი გარანტია. შესაბამისად, 10-წლიან გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი
ეთმობა სასაზღვრო პოლიციის რეფორმირებასა და შესაძლებლობების გაზრდას. ბოლო
წლების განმავლობაში აშენდა სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის 25
სასაზღვრო სექტორი.
სასაზღვრო ოპერაციების ელექტრონული დაკვირვების სისტემა მოეწყო 9 სექტორის
დასაცავ მონაკვეთზე.
აშენდა და აღიჭურვა გემთსარემონტო სახელოსნო ფოთში, რამაც შესაძლებელი
გახადა ხომალდების სარემონტო სამუშაოების ადგილზე ჩატარება.
აშენდა საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი (JMOC).
უწყებათშორისი ცენტრი აერთიანებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას, რომლებსაც
კოორდინაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო უწევს.
აშენდა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბათუმის ბაზირების სადგური – მცირე
ზომის ნავმისადგომი. სრულიად განახლდა სანაპირო დაცვის რადიო-საკომუნიკაციო
სისტემები.
სანაპირო დაცვის დეპარტამენტს გადაეცა “აილენდის” კლასის 2 სადარაჯო
ამერიკული ხომალდი. სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ორი ჯგუფი და
ორი მცურავი საშუალება ნატოს ოპერაციული კონცეფციის შეფასებისა და
უკუკავშირის პროგრამაში ჩაერთო.
10-წლიან გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა სასაზღვრო პოლიციის
რეფორმირებასა და შესაძლებლობების გაზრდას, რისთვისაც რამდენიმე
მნიშვნელოვანი პროექტი იგეგმება. კერძოდ: სრულად განახლდება ყველა
სასაზღვრო სექტორი, სახელმწიფო საზღვარი სრულად აღიჭურვება საზღვრის
დაკვირვების თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით, გაძლიერდება სანაპირო
დაცვის ფლოტი.
სასაზღვრო პოლიციის სარგებლობაში არსებულ ყველა ვერტმფრენს ჩაუტარდება
კაპიტალური რემონტი და მოდერნიზაცია. იგეგმება სასაზღვრო პოლიციისთვის 2
ახალი შვეულმფრენის შეძენა.
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის განახლებული სტრატეგიის
ფარგლებში, საზღვრის მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით, 2021-2030
წლებში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა საზღვარზე რისკების ანალიზის
ერთიანი სისტემის დანერგვა-განვითარებას. სასაზღვრო-გამტარი პუნქტების
სრული შემადგენლობა აღიჭურვა ახალი ტიპის ვიდეოკამერებით, სპეციალური
საპოლიციო საშუალებებით. სასაზღვრო-გამტარი პუნქტები აღიჭურვა
ინსპექტირების თანამედროვე დანადგარებით”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

წინა სტატიაშივახტანგ გომელაური: საპატრულო პოლიციის მომსახურების ცენტრები უახლოეს ხანში გაიხსნება გურიის, იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში, მნიშვნელოვანი რეფორმები გრძელდება მომსახურების სააგენტოში
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური: “მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება “112”-ის მომსახურების დონე და შემცირდება რეაგირების დრო, იგეგმება პრიორიტეტების განმსაზღვრელი პროგრამის დანერგვა”