ვახტანგ გომელაური: „ჩვენ ვართ პოლიციელები, სადამდეც საჭირო იქნება, ვიდგებით დასაცავად ქუჩების, მოქალაქეების , მათ შორის მომიტინგეებისაც“

ვახტანგ გომელაური: „ჩვენ ვართ პოლიციელები, სადამდეც საჭირო იქნება,
ვიდგებით დასაცავად ქუჩების, მოქალაქეების , მათ შორის მომიტინგეებისაც“
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მთავრობის სხდომის
დაწყებამდე სახელმწიფო კანცელარიასთან ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
გომელაურის განცხადებით პარლამენტის და კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე
წინა დღეების გამოცდილებით დღეს პოლიციამ შესაბამისი უსაფრთხოების ზომები
მიიღო.
„ამ რკინის კონსტრუქციების დაყენება საჭირო იყო. აუცილებელი რომ არ
ყოფილიყო არ დავამონტაჟებდით. საფრთხე იყო რა თქმა უნდა. რაც იყო აქამდე
წინა დღეებში ვნახეთ, იძალადეს, გამომდინარე იქიდან რაც გავაკეთეთ არის
უსაფრთხოების მიზნით.
ჩვენ ვართ პოლიციელები. სადამდეც საჭირო იქნება, ვიდგებით დასაცავად
ქუჩების, მოქალაქეების , მათ შორის მომიტინგეებისაც. ისინიც ჩვენი
მოქალაქეები არიან. რასაც ვხედავთ იმას ვაკეთებთ. რესურსი გვეყოფა 2 თვეც,
3 თვეც, 4 თვეც თუ დაგჭირდება, პრობლემა არ იქნება. არის გამოყოფილი
ადგილები, შეიძლება იქ გამოხატონ პარლამენტის წინ პროტესტი. ასევე, ღიაა
ჭიჭინაძის ქუჩა, პარლამენტის წინ არ დაგვიკეტია,“ – განაცხადა ვახტანგ
გომელაურმა

banner
წინა სტატიაშიდოლარები ივანიშვილის გამოსახულებით – აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ირგვლივ, ჯებირებზე, სტიკერები გააკრეს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია მთავრობის წევრებს მოუწოდებს, ყურადღება და კონცენტრაცია გააორმაგონ, რათა სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირება ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდეს