ვახტანგ გომელაური: ჩვენ რა ინფორმაცია გვაქვს, ეს ადამიანი არის დაკავებული

გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გააკეთა. ვახტანგ გომელაურის განცხადებით არსებობს ინფორმაცია, რომ რაშიდ კანჯი ოღლი აფხაზეთის დე ფაქტო სამართალდამცავი ორგანოების მიერ არის დაკავებული, თუმცა გომელაური დარწმუნებით ვერ ამბობს რამდენად ზუსტია ეს ინფორმაცია:
„ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ასეა ზუსტად, მაგრამ ჩვენ რაც ინფორმაცია გვაქვს ეს ადამიანი არის დაკავებული განზრახ მკვლელობის მუხლით, რამდენს მიუსჯიან ამას სასამართლო და გამოძიება გადაწყვეტს“- განაცხადა გომელაურმა.

სუს-ის ხელმძღვანელის თქმით, დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა არსებობს გარკვეული მოლაპარაკებები აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებთან, მათ შორის საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მხრიდანაც:

„ამაზე გახსნილად ვერ ვისაუბრებთ, იყო მოლაპარაკებები. ზაქარეიშვილის მხრიდანაც იყო საუბრები“- აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო მინისტრი ვერ აკონკრეტებს, გადმოეცემა თუ არა ქართულ მხარეს ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული
შემდეგი სტატია“გამოძიებას სჭირდება დრო” – მთავარი პროკურორი კორცხელის ინციდენტზე