ვახტანგ გომელაური: ბოლო წლებში, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა
საკანონმდებლო ორგანოში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით
გამოსვლისას საექსპერტო -კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ბოლო პერიოდში
განხორციელებულ არაერთ მნიშვნელოვან პროექტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ
აღნიშნულმა დეპარტამენტმა წარმატებით მიიღო განმეორებითი აკრედიტაცია,
ასევე, განახლდა აღჭურვილობა და დაინერგა ახალი პროგრამული უზრუნველყოფა.

“დანაშაულის გახსნაში განსაკუთრებული როლი აკისრია კრიმინალისტიკურ
ექსპერტიზას. ბოლო წლებში, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში
არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. მათ შორის, წარმატებით
განხორციელდა განმეორებითი აკრედიტაცია, რის შედეგადაც, დეპარტამენტმა 12
ექსპერტიზის ლაბორატორიისთვის საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებთან
შესაბამისი სერტიფიკატი მიიღო. ყველა ლაბორატორიასა და საექსპერტო
მიმართულებაში განახლდა აღჭურვილობა და დაინერგა ახალი პროგრამული
უზრუნველყოფა. ასევე, დეპარტამენტმა შეიტანა განაცხადი შემთხვევის
ადგილის აკრედიტაციისთვის, რაც ნიშნავს დანაშაულის ადგილზე უახლესი
სტანდარტების მიხედვით მუშაობას” – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაური: მიმდინარე წელს, დამატებით იგეგმება 31 ერთეული სახანძრო ავტომობილისა და 15 ერთეული სწრაფმავალი კატარღის შესყიდვა
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური: საქართველო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, შეფასების უმაღლეს საფეხურზეა და კვლავ ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათაში