ვახტანგ გომელაური აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს რეგიონალური ოფისის დირექტორს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) რეგიონალური ოფისის დირექტორს, ჯუდიტ რებეკა კემპბელს შეხვდა.

შსს-ს ინფორმაციით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს შორის არსებულ მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობას.

შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა და ჯუდიტ რებეკა კემპბელმა არსებულ გამოწვევებს და სამომავლო ურთიერთობის გეგმებზე იმსჯელეს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიურო (INL) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს კიბერდანაშაულის, ოჯახში ძალადობის, ტრეფიკინგის, ტაქტიკური მომზადების, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის, საგზაო უსაფრთხოების და სხვა მიმართულებებით.

როგორც შსს-ში აღნიშნავენ, ბიუროს დიდი წვლილი შეაქვს სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებაში ტრენინგების და კონფერენციების ჩატარებით, სასწავლო ვიზიტების ორგანიზებით და შესაბამისი აღჭურვილობის გადმოცემით.

banner
წინა სტატიაშილუკ კოფი ინიციატივით გამოდის, რომ სირიიდან გასული ამერიკული კონტინგენტი ახალქალაქში, ყოფილ რუსულ სამხედრო ბაზაზე განთავსდეს
შემდეგი სტატიაპარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ლალი ფაფიაშვილს მოუსმენენ