შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოს
საკანონმდებლო ორგანოში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით
გამოსვლისას აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიურად
მიმდინარეობს ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის განვითარება.
მისი თქმით, გასულ წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ტერიტორიული
ერთეული 94 ანალიტიკოსით დაკომპლექტდა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს ანალიზზე დაფუძნებული
საპოლიციო საქმიანობის განვითარება.
ქვეყნის მასშტაბით, გასულ წელს, სამინისტროს ყველა ტერიტორიული ერთეული 94
ანალიტიკოსით დაკომპლექტდა.
ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს
დანაშაულის პრევენციას და შემდგომში მის აღკვეთას, რაც თავის მხრივ,
უზრუნველყოფს დანაშაულის შემცირებას”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.