ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში 112-ს 150-მდე ოპერატორი დაემატება

უახლოეს დღეებში 112-ში 140-150 ოპერატორს დავამატებთ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა 112-ში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი მონაცემებით, 112-ში 300 ოპერატორი 24 საათის განმავლობაში მუშაობს.

„დღევანდელი თემა შეეხებოდა 112 ის პრობლემების გაცნობას. იცით, რომ მოლოდინის რეჟიმი გაიზარდა. სწრაფი ტესტების რაოდენობაც გაიზარდა, უფრო მეტი მოქალაქე რეკავს 112-ში და მოლოდინის რეჟიმი ასულია ხუთ, ექვს, შვიდ წუთზე. არის შემთხვევები, როცა მოლოდინის დრო მეტია, როდესაც ოჯახის ექიმთან უნდათ დაკავშირება. გვინდა, რომ უფრო გავამარტივოთ თემა. ჩვენ გვაქვს ურთიერთობა როგორც სასაწრაფო სამედიცინო მიმართულებით, ასევე ოჯახის ექიმის მიმართულებით. გვინდა, რომ დავამატოთ მეტი ოპერატორი. მათი რაოდენობა, ჩვეულ რეჟიმთან შედარებით, დაახლოებით, გასამმაგებულია დღეს. 300 ოპერატორი მუშაობს 24 საათის განმავლობაში და 140-150 ოპერატორს დავამატებთ უახლოეს ერთ კვირაში, მაქსიმუმ 10 დღეში. ზარები შემცირდება და მეტი მომსახურება ექნებათ მოქალაქეებს“, – განაცხადა გომელაურმა.

banner
წინა სტატიაში“კორონავირუსთან ბრძოლაში დრო ნამდვილად არ დაგვიკარგავს”
შემდეგი სტატია“ოცნების” ოცნებაა, რომ “ენმ”-ის ერთი წევრი მაინც განიხილავდეს პარლამენტში შესვლას – მელია