ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ თავდამსხმელის მიერ წაღებული ფული ბიუჯეტის თანხა არ იყო და „საქართველოს ბანკს“ ეკუთვნოდა

თბილისში სტიქიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაკარგულად ითვლება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ფულადი თანხა, რომელიც „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელმა წაიღო, სახელმწიფო ბიუჯეტის თანხა არ ყოფილა. ამის შესახებ გომელაურმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კითხვაზე, თანხა რომელიც თავდამსხმელმა წაიღო არის ბიუჯეტის თანხა, თუ „საქართველოს ბანკის“, მინისტრმა აღნიშნა: „ასე ძალიან თუ გაინტერესებთ, ეს არ არის ბიუჯეტის თანხა“.

მისივე განმარტებით, განმარტებით, თანხა „საქართველოს ბანკმა“ გადაიხადა, რომლის ფილიალზეც თავდასხმა განხორციელდა, ხოლო ფული თავდამსხმელთან სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ავთანდილ გალდავამ მიიტანა.

„ბატონი ავთო შევიდა, ვინც გაჰყვა და ვინც აიყვანეს. რა მნიშვნელობა აქვს, გითხარით, „საქართველოს ბანკის“ თანხაა. ასე ხდება. ეს ყველგან ხდება. მსოფლიოში ასე ხდება. ბანკში როცა შედიან და იყვანენ მძევლებს, ყველამ იცის. აბა, „თიბისი ბანკი“ ხომ არ გადაიხდიდა, „საქართველოს ბანკში“ იყვნენ შესულები“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი გუშინ შეიჭრა და მძევლები აიყვანა. დღის ბოლოს თავდამსხმელმა მძევლების უმეტესობა გაათავისუფლა და ბანკის შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა. გვიან ღამით დარჩენილი სამი მძევალიც გათავისუფლდა. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველები დამნაშავის დაკავების მიზნით ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ.

banner
წინა სტატიაში“თანამზრახველების მიმართულებით გამოძიება მუშაობს, არ შეიძლება, წინასწარ ადამიანს რაღაც დააბრალო”
შემდეგი სტატიაბადრი ჯაფარიძე – იმისათვის, რომ ქვეყანამ დაძლიოს სოციალური და ეკონომიკური პრობლემები, არჩევნებში მონაწილეობა უნდა მივიღოთ და არსებული მთავრობა ჩავანაცვლოთ ახალი ძალით