ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, ექსპერტიზები დასასრულებელია და ამ ეტაპზე ვინმეს ბრალეულობა არ არის გამოკვეთილი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და ვინმეს ბრალეულობა ჯერ არ გამოკვეთილა.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, შოვის ტრაგედია უმძიმესი იყო მთელი საქართველოსთვის.

„გამოძიება მიმდინარეობს. უმძიმესი იყო ეს მთელი საქართველოსთვის, კიდევ ერთი ადამიანის, სამწუხაროდ, არასრულწლოვნის ბავშვის ცხედარი ვერ ვიპოვეთ, დღესაც არიან ჯგუფები ტექნიკა მუშაობს. გამოძიება მიმდინარეობს ჯერ არ გამოკვეთილა ვინმეს ბრალეულობა, ექსპერტიზებიც დასამთავრებელია“, – განაცხადა გომელაურმა.

banner
წინა სტატიაშინიკოლ ფაშინიანი – სომხეთი და აზერბაიჯანი აღიარებს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, იმის გაზიარებით, რომ 29 ათასი კილომეტრი და აზერბაიჯანის მხარე თავის საკუთარ შესაბამის ტერიტორიულ მოცვას აღიარებს
შემდეგი სტატიამხარს ვუჭერთ, რომ საქართველო იყოს დამკვირვებელი აბრეშუმის გზის ინიციატივაში – უნდა ვიმოქმედოთ, რომ ხელი შევუწყოთ ქართულ კომპანიებს სერბეთის ბაზარზე და სერბულ კომპანიებს ამ ბაზარზე – სერბეთის ვაჭრობის მინისტრი