ვახტანგ გომელაური : 2018 წელს სუს-ის საქმიანობა მიმართული იყო საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ

2018 წელს უსაფრთხოებისთვის ძირითად გამოწვევას წარმოადგენდა სხვადასხვა ქვეყნებში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტები და დაპირისპირების ახალი კერების წარმოქმნის საფრთხე, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ხელმძღვანელმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოს გაუარესებას ხელს უწყობდნენ არადემოკრატიული რეჟიმები, მათ მიერ მართული ინტერესთა ჯგუფები და ტერორისტული ორგანიზაციები.

გომელაურის განცხადებით, საქართველოში არსებული უსაფრთხოების ვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან.

„აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, რეგიონალური უსაფრთხოების ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობა მიმართული იყო საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და საზოგადოების მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნისკენ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ვახტანგ გომელაური დეპუტატების წინაშე დღეს ყოველწლიური ანგარიშით გამოდის. ფორმატი ნახევრად დახურული იქნება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ანგარიშის მოსმენის ნაწილი ღიაა, ხოლო კითხვა-პასუხის დროს სხდომა დაიხურება.

banner
წინა სტატიაშიბათუმის სკვერში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური : ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოსთვის უპირველეს გამოწვევად რჩება