ვახტანგ გომელაური – 2006 წელს განზრახ მკვლელობის 323 ფაქტი იყო, დღეს არის 86 ფაქტი, ასეთი სხვაობაა და მაინც ამბობენ, კრიმინალმა მოიმატაო

„2006 წელს განზრახ მკვლელობის 323 ფაქტი იყო, დღეს არის 86 ფაქტი, ამ ციფრებს ვერც ვანო მერაბიშვილი ვერც მე ვერ წავშლით, ასეთი სხვაობაა და მაინც ამბობენ, კრიმინალმა მოიმატაო“,-ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა მინისტრის საათის ფორმატში, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„ 2004 დან 2012 წლამდე მძიმე დანაშაულების სტატისტიკა არის საჯარო. ამოვაღებინე მე და ამაზე არაერთხელ მისაუბრია, შემიძლია მოგახსენოთ, რა თქმა უნდა. მაგალითად, განზრახ მკვლელობა 2006 წელს იყო 323 ფაქტი, 2007 წელს 330 ფაქტი , 260 ფაქტი და აშ.. შარშან იყო 77 ფაქტი, 2020 წელს იყო 86 ფაქტი. იგივე შემიძლია მკვლელობის მცდელობაზე გითხრათ- 2006 წელს იყო 317 ფაქტი, 2007 ში 410 ფაქტი, 2008 წელს 400 ფაქტი. ყველამ რომ იცოდეს, ეს ჩვენი შევსებული არ არის, ქსელში ბატონი ვანო მერაბიშვილის დროს არის შეყვანილი. რომელსაც ვერ წაშლიან და ვერც მე წავშლი ჩემს შეყვანილ ამ რიცხვებს. დღეს არის 126 ფაქტი, როცა იყო 300 და 400 ფაქტი. 2006 წელს დაფიქსირებულია ყაჩაღობის 2160 ფაქტი, 2007 წელს უკვე 1208 და მოდის ქვევით, ნელ-ნელა. 2012 წელს არის 326. 2020 წელს გვქონდა 154 ყაჩაღობის ფაქტი. ძარცვა – 2006 წელს იყო 2751 , 2007 წელს 1615, 2008 წელს 1165 , 2012 წელს იყო 502, ყველაზე დაბალი . ეხლა გვაქვს 267 , 2019 წელს იყო 372. ხულიგნობის თემაც ასევე, 1200, 800, 900, აგერ, 2007, 2008, 2009 წლებში. 2012 წელს იყო 385 ფაქტი, 2019 წელს 67 ფაქტი იყო და 57 ფაქტია 2020 წელს. ასეთი სხვაობები და ცვლილებებია და რატომღაც, სულ მაგას ამბობენ, რომ კრიმინალმა მოიმატა. 2000 ფაქტიდან 150 ზე რომ ჩამოხვალ, მოიმატა თუ დაიკლო, არ ვიცი. სულ კლებაა თან. ვერ იტყვი, რომ ერთი წლის ჩავარდნაა რომელიღაც შუა წლებში. სულ კლებაში მიდის ქვემოთ“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

banner
წინა სტატიაშიხაზარაძე: პლებისციტთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის პოზიციას არ ვეთანხმები
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური: ყველა ხედავთ ტელევიზიებში დღეს რაც ხდება – პოლიციელების საცხოვრებელ მისამართებზე, ოჯახებში მივარდნა, ძალიან სამწუხაროა, დარწმუნებული ვარ, არც ერთ ქვეყანაში არ ხდება მსგავსი რამ