ვახტანგ ჭარაია პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ – „კარგია, როდესაც მთავრობა ეკონტაქტება დარგის სპეციალისტებსაც, დარწმუნებული ვარ, რომ ასე უფრო უკეთეს შედეგს მივიღებთ“

„შეხვედრა ძალიან კონსტრუქციული იყო. სასიამოვნოა, რომ ეკონომისტებთან შეხვედრა ჩატარდა და ითქვა, რომ სისტემატურად, კვარტალში ერთხელ მაინც ჩატარდება, რაც იმედისმომცემია. კარგია, როდესაც მთავრობა თავის მხრივ ცდილობს პოზიციონირება მოახდინოს და როდესაც ეკონტაქტება დარგის სპეციალისტებსაც. საბოლოო ჯამში დარწმუნებული ვარ, რომ ასე უფრო უკეთეს შედეგს მივიღებთ, ვიდრე ცალმხრივ გზაზე სიარულით, – განაცხადა თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა, ვახტანგ ჭარაიამ პრემიერ-მინისტრსა და ექსპერტებს შორის დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ.

ვახტანგ ჭარაიას განცხადებით, ექსპერტებმა შეხვედრაზე რეკომენდაციებზეც ისაუბრეს.

„მე მქონდა ისეთ საკითხებზე საუბარი, როგორიც არის სუბსიდირების მომენტი. ჩემი მხრიდან რეკომენდაცია იყო, რომ საქართველოში სამწუხაროდ კარგად განვითარებული ჯერჯერობით არ არის ინტელექტუალური მომსახურება, აიტი სფერო და შესაძლებელია ამ მხრივ, ისე როგორც აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში, კარგი ნიშა დავიკავოთ და კარგი შესაძლებლობები ვაჩვენოთ მოვიზიდოთ როგორც უცხოური ინვესტიციები, ასევე ფულადი ნაკადები მივიღოთ ძალიან დიდი მოცულობით. ეს სფერო ჩვენთან ჯერ განვითარებული არ არის, ამიტომ აქვს ამ სფეროს ძალიან კარგი შესაძლებლობები განვითარებისთვის. ამიტომ ვთხოვე, რომ ამ მიმართულებით უფრო აქტიურად ემუშავა და კანონმდებლობაც დაეხვეწათ უფრო მეტად,“-განაცხადა ექსპერტმა ვახტანგ ჭარაია

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე მოწერელია: ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავმისადგომის მშენებლობა ჩვენი ეკონომიკისა და ადგილობრივების დასაქმებისთვის მნიშვნელოვანია
შემდეგი სტატიაგიორგი ცუცქირიძე პრემიერთან შეხვედრის შემდეგ – ეს გზა ევროპულმა ქვეყნებმა გაიარეს, ყველა ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა ამ ტიპის ბიუჯეტზე იყო ორიენტირებული