“ვახსენე ჩემი ქვეყანა” – თბილისში ჩამოსული მერაბ დვალიშვილი ტრამპთან საუბარს იხსენებს

UFC-ის ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა, რომელმაც შონ ომალი მეორეჯერ დაამარცხა, თბილისში ჩამოსვლის შემდეგ განმარტა, რა უთხრა გამარჯვების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტს, როდესაც მასთან მივიდა და ხელი ჩამოართვა. მერაბ დვალიშვილის თქმით, მან საქართველო ახსენა.

“რამდენიმე სიტყვა ვუთარი ტრამპს. დავუდასტურე ჩემი და ჩემი ქვეყნის პატივისცემა. მცირე საუბარი იყო, ვახსენე ჩემი ქვეყანა…
მან მითხრა, რომ ჩემი ბრძოლა მოეწონა”, – თქვა დვალიშვილმა.

“მითების დეტექტორის” მიხედვით, რეალობას არ შეესაბამება სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელებული ვიდეო სუბტიტრებით, რომლის თანახმად, დვალიშვილმა ტრამპს სთხოვა, საქართველო გარუსებისგან გადაერჩინა.

“ვიდეოს პირველ ნაწილში დვალიშვილი ტრამპს მიესალმა და ხელი ჩამოართვა. ამ ნაწილში დარბაზში არსებული ხმაურიდან გამომდინარე მათი საუბრის გარჩევა შეუძლებელია. ამის შემდგომ დვალიშვილი ტრამპის გვერდით მდგომ პირებს ესალმება.

ვიდეოს ბოლოს დვალიშვილი კვლავ ტრამპს უბრუნდება, ამ მონაკვეთში სიტყვების გარჩევა შესაძლებელია. UFC-ის მებრძოლი ტრამპს ეუბნება: “მე ქართველი ვარ. თქვენ საუკეთესო ხართ”. Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეოში აღნიშნულ მონაკვეთზე დართულია ტექსტი: “გემუდარებით, ნუ გაგვარუსებთ” და “ნუ გეშინია, დაგეხმარებით”, რაც რეალობას არ შეესაბამება.

ამრიგად, ინფორმაცია, რომ დვალიშვილი აშშ-ის პრეზიდენტს გამარჯვების შემდეგ სთხოვდა, საქართველო გარუსებისგან გადაერჩინა, მტკიცებულების გარეშეა”, – წერს “მითების დეტექტორი”.

banner
წინა სტატიაშისუბოტექსი, მეფედრონი, მარიხუანა – თბილისში სამი ნარკორეალიზატორი დააკავეს
შემდეგი სტატია“გაძევება კანონმდებლობის სრული დაცვით მოხდა”, – შსს თემურ ქათამაძის შესახებ