10.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 6, 2026
banner

“ვახოსნაირი გაბედული ათასობით რომ იყოს, რეჟიმი 2 დღეში გაქრებოდა”- ლევან ხაბეიშვილი

„რუსებმა ჯერ აფხაზეთიდან გამოდევნეს და საკუთარ ქვეყანაში დევნილად აქციეს, შემდეგ უდიდესი ტრაგედია დაატეხეს თავს. ახლა რუსების ოფიციალური წარმომადგენლობა არ ასვენებს და მუდმივად ცდილობს დაატყვეოს, პატიმრობაში ამყოფოს, მას და მის ოჯახს სიცოცხლე გაუმწაროს!

მიუხედავად ამ ყველაფრისა, მამაცურად, ვაჟკაცურად დგას და წამით არ იხევს უკან!

სოლიდარობა ვახო სანაიას! უპირობო პატივისცემა ჩემგან!

სხვების გამკვირვებია… წარმოიდგინეთ ვახოსნაირი გაბედული ათასობით, რომ იყოს… რეჟიმი 2 დღეში გაქრებოდა!“, — წერს ლევან ხაბეიშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში

ვახო სანაიას მოსამართლე თორნიკე ქოჩქინმა 30 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილისა და ვლადიმერ ბოჟაძის სიტყვიერი შეურაცხყოფის საბაბით, შეუფარდა. ივლისში, ვახო სანაიამ დროებითი მოთავსების იზოლატორში 14 დღე გაატარა, რაც ასევე ფეისბუქ-სტატუსს უკავშირდებოდა.

banner
წინა სტატიაში“მედიის კოალიცია”: მართლმსაჯულების გამოყენება ჟურნალისტების დასასჯელად დემოკრატიას ლახავს და სიტყვის თავისუფლებას საფრთხეს უქმნის
შემდეგი სტატიადავით ფეიქრიშვილის დედა – მანახონ ჩემი შვილი და დამიდასტურონ, რომ ციხეში არ არის ნაცემი