ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულები ვაჟა გიგაური, სულიკო საყევარაშვილი და გიორგი სახელაშვილი მისცემენ ჩვენებას.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე 3 პირი დააკავეს.

მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს თავდაცვის მინისტრი „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის“ ხელმძღვანელებს შეხვდა
შემდეგი სტატიაგადაუდებელი საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილი 21 წლის გოგოს ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს