ვახო სანაიას დაკავებასთან დაკავშირებით “მედიის ადვოკატირების კოალიცია” განცხადებას ავრცელებს

“მედიის ადვოკატირების კოალიცია” ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებას საგანგებო განცხადებით ეხმიანება.

ორგანიზაცია წერს, რომ მომხდარს განიხილავს როგორც დამოუკიდებელი მედიისა და სიტყვის თავისუფლების დათრგუნვის მცდელობას და ხელისუფლების მხრიდან სისტემური ზეწოლის გაგრძელებად მიიჩნევს.

კოალიცია სოლიდარობას უცხადებს სანაიას, მის კოლეგებსა და დემონსტრანტებს და მოითხოვს უკანონოდ დაკავებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვახო სანაიას დაკავება სავარაუდოდ უკავშირდება იმ ახალ რეპრესიულ კანონს, რომლის საფუძველზეც მშვიდობიანი მოქალაქეები და აქციის მონაწილეები იდევნებიან. ტელეკომპანია „ფორმულა“ განცხადებით, ვახო სანაიას დაკავება მიზნად ისახავს ჟურნალისტის და მთლიანად დამოუკიდებელი მედიის დაშინებას.

მედიის წარმომადგენლებზე მსგავსი სახის ზეწოლა, გამონაკლისი არ არის. განსაკუთრებით, ბოლო წლების განმავლობაში , როცა მედიაზე ზეწოლამ “ქართული ოცნების” მხრიდან სისტემური და ორგანიზებული ხასიათი მიიღო. მსგავსი ქმედებები შეტევაა არამხოლოდ მედიის წინააღმდეგ, არამედ თითოეული მოქალაქის თავისუფლების წინააღმდეგ.

კოალიცია სოლიდარობას უცხადებს ვახო სანაიას, ყველა მის კოლეგას და მშვიდობიან დემონსტრანტებს, რომლებიც საკუთარი უფლებების დაცვას ცდილობენ. ვითხოვთ ვახო სანაიას და ყველა უკანონოდ დაკავებული მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიეს არაა ევროპის მხრიდან ზურგის შექცევა, ეს საქართველოს მთავრობის მხრიდან ხალხის ნებიდან გადახვევაა – ზურაბიშვილი გერმანიის ელჩის გაწვევაზე
შემდეგი სტატიაელჩი ფიშერის კონსულტაციებისთვის გაწვევა საქართველოსთვის განგაშის ზარი უნდა იყოს – სამადაშვილი