ვახო სანაია პარლამენტში დეპუტატის დახმარებით შევიდა

ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი, ვახო სანაია პარლამენტის შენობაშია. როგორც სანაია ამბობს, ის შენობაში ერთ-ერთი დეპუტატის დახმარებით შევიდა. მისივე თქმით, ჟურნალისტები ბიუროს სხდომის დასრულებას დაელოდებიან, ამის შემდეგ კი დეპუტატებს კითხვებს დაუსვამენ.

“დეპუტატის დახმარებით მოვახერხე, რა თქმა უნდა, ეს არ არის ქართული ოცნების დეპუტატი. ბიუროს სხდომა მიმდინარეობს, დამთავრდება ბიუროს სხდომა და ჩვენ გვინდა კომუნიკაცია დეპუტატებთან. ვართ ჟურნალისტები, ამ ქვეყნის მოქალაქეები და გვაქვს შეკითხვები და დავუსვამთ ამ შეკითხვებს. უპირველესი შეკითხვაა, როდის გადადგება მათი პრემიერმინისტრი, აქ ვართ და ველოდებით”,-თქვა ვახო სანაიამ.

banner
წინა სტატიაშითქვენ გასართობად ხართ აქ მოსული- სარჯველაძემ აქციაზე ჟურნალისტებს მიმართა
შემდეგი სტატიაცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს 22 ივლისს კენჭი ხელახლა ეყრებათ