ვახო სანაია დღეს გამომძიებლებს შეხვდება

მოკლული ჟურნალისტის, გიორგი სანაიას ძმა დღეს მთავარ პროკურატურაში გამომძიებლებთან მორიგ შეხვედრას გამართავს. ვახო სანაია საგამოძიებო უწყებისგან დამატებითი ინფორმაციის მიღებას ელოდება. როდის გამოკითხავენ სანაიას საქმეზე ხმაურიანი განცხადების ავტორს, კოტე ციხისთავს, ეს ჯერჯერობით უცნობია. სანაია პროკურატურისგან ხელახალი გამოძიების დაწყებასა და სიმართლის დადგენას მოითხოვს.
„ჩვენ შევხვდებით კვლავ მთავარო პროკურატურაში გამომძიებლებს და მათგან ველოდებით დამატებით ინფორმაციას თუ რა ეტაპზეა ეს საკითხი და ასევე ჩვენც მივაწვდით ჩვენს მოსაზრებებს. სამართლებრივი საფუძვლები სჭირდება იმას რომ ოფიციალურად დაიკითხოს, ამ ყველაფერზე დამატებითი ინფორმაცია მე მექნება,“-აცხადებს ვახო სანაია.

banner
წინა სტატიაშინასტია რიბკა ტრამპისა და რუსების კავშირზე მოყოლას აპირებს თუკი მას ამერიკელები თავშესაფარს მისცემენ
შემდეგი სტატიახანძრის შემდეგ სავაჭრო ცენტრში მოვაჭრეებს სავარაუდოდ, დღეს შეუშვებენ