ვახო გულუა: გილოცავთ ყველა ადამიანს ამ უდიდეს წარმატებას ჩვენი ქვეყნის განვითარების ისტორიაში

“2020-ში, უდიდესი ალბათობით, გვეყოლება კოალიციური მთავრობა. ანუ, არცერთ პარტიას არ ეყოლება უმრავლესობა – 75 დეპუტატზე მეტი.

იქნება ოცნება (პატრიოტთა ალიანსსაც აქ მივათვლი ბარემ), იქნება ნაცმო, იქნებიან ევსაქები, იქნება ალეკო ელისაშვილი, იქნება გირჩის ორი ან სამი წევრი, იქნება გრიგოლ გეგელიაც. ლევან ვასაძეც,
ალბათ, და კიდევ რომელიმე ძალა, რომელიც 2020-ის ოქტომბრამდე გამოჩნდება, რადგანაც, დამიჯერეთ, ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდება პრეტენზია პარლამენტში მოხვედრაზე ამხელა შანსის არსებობისას. 15-20 ათასი ხმა პრაქტიკულად ანაღდებს პარლამენტში მოხვედრის შანსს. ხო, არავინ გითხრათ, რომ ეს ცუდია. პირიქით, ახდენილი ქართული ოცნებაა ეს, ერთი მაინც 🙂

ხოდა, შეიძლება ზემოთ ჩამოთვლილებიდან არცერთი მათგანი არ მოგვწონდეს აქედან, მაგრამ მთავარი ისაა, რომ არავის ეყოლება 75 დეპუტატზე მეტი და შეიძლება პარლამენტში 9 და 7 წლის წამოძახილის გარდა სხვა რამეებიც გავიგოთ. განსხვავებული აზრები მოვისმინოთ და ავარჩიოთ, ამ მოსაზრებებიდან რომლებია ჩვენთვის მისაღები.

მოკლედ, პარლამენტობანას თამაშს ვისწავლით მეორედ საქართველოს ისტორიაში, მაგრამ ახლიდან და დღეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ეს, ვიდრე 1921 წელს იყო.

გილოცავთ ყველა ადამიანს ამ უდიდეს წარმატებას ჩვენი ქვეყნის განვითარების ისტორიაში და პარლამენტში მოხვედრას გისურვებთ :დ ნამდვილად აღარ არის ეს წარმოუდგენელი რამ, როგორიც აქამდე იყო 😉

ასევე, აუცილებლად უნდა გადავუხადოთ უდიდესი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებმაც ამ ბრძოლაში თავისი წვლილი შეიტანეს, განსკუთრებით კი მათ, ვინც აქციის პირველ დღეს დაშავდნენ. რამდენიმე მათგანი დღემდე სიცოცხლისთვის იბრძვის. მათზე მოძალადეების პასუხისმგელბობის საკითხის ბოლომდე მიყვანამდე არ უნდა გავჩერდეთ-წერს თსუს სამართლის სტუდენტი ვახო გულუა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიგადადგეს გახარია! – ავტომობილებით საპროტესტო მსვლელობა შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ დაიწყო
შემდეგი სტატია“უნდა დადგინდეს, ვინ გასცა ბრძანება, რომ მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები გამოეყენებინა სპეცრაზმს”-ბესელია