ვაკეთოთ სიკეთე და სიკეთე ათმაგად დაგვიბრუნდება ჩვენ

ილია მეორე-ქართველ ადამიანს არ აქვს დაღლის უფლება,ღმერთი ადამიანს ჯვარს აძლევს იმის მიხედვით,რამდენის ტარებასაც შეძლებსვაკეთოთ სიკეთე და სიკეთე ათმაგად დაგვიბრუნდება ჩვენ, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა , უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საახალწლო მილოცვისას განაცხადა. უწმინდესმა საქართველოს მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა და სიკეთის კეთების დარიგება მისცა. “ჩემო სულიერო შვილებო, ქალბატონებო და ბატონებო, გილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ ბედნიერებას. გიფიქრიათ იმაზე, რა არის ბედნიერება? პასუხს გვაძლევს თვით უფალი 10 მცნებაში – პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა. ვაკეთოთ სიკეთე, დავინახოთ გაჭირვებული ადამიანი და დავეხმაროთ მას. ერთ ადამიანს უთქვამს, ვინც რას აკეთებს, თავის თავს უკეთებსო. ვაკეთოთ სიკეთე და სიკეთე ათმაგად დაგვიბრუნდება ჩვენ. გილოცავთ, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო. კურთხევა უფლისა თქვენს ზედა, მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა ყოვლადვე აწ და მარადისა და უკუნითი უკუნისამდე, ამინ”, – ბრძანა პატრიარქმა.

banner
წინა სტატიაშიგილოცავთ ახალ 2016 წელს!
შემდეგი სტატია2016 წელს ვხვდებით ახალი რეალობით – საქართველომ გადადგა ისტორიული ნაბიჯები ევროპასთან დაახლოების გზაზე