ვაკეში ”საქართველოს ბანკის” ექსპრეს ფილიალი დააყაჩაღეს

ვაკეში, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ ”საქართველოს ბანკის” ექსპრეს ფილიალი დააყაჩაღეს.

არსებული ინფორმაციით, ნაცემია ბანკის თანამშრომელი გოგონა. თვითმხილველების განმარტებით, ძარცვის დროს ბანკის დაცვის თანამშრომელს მძარცველები იარაღით ემუქრებოდნენ. ამ დროისთვის უცნობია, თუ რა თანხის წაღება მოახერხეს თავდამსხმელებმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში“Maroon 5”-ის კონცერტს გიორგი კვირიკაშვილი ესწრება
შემდეგი სტატია“ივანიშვილის არსებობა გარკვეული გარანტიაა იმისა, რომ ხელისუფლება მოსახლეობის ძახილს ყურად იღებს”