ვაკეში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაჭრილი ზაქარია ჩიბუხაშვილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

ვაკეში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაჭრილი ადვოკატის ზაქარია ჩიბუხაშვილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახური აცხადებს.
მათივე ინფორმაციით, ზაქარია ჩიბუხაშვილს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ჯერჯერობით არ არის ცნობილი დაჭრილ ადვოკატს ოპერაცია კიდევ დასჭირდება თუ არა.
ზაქარია ჩიბუხაშვილს ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა, მას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა მარცხენა მკერდის არეში.
შეიარაღებული თავდასხმა ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების გადაკვეთაზე გუშინ მოხდა. ცეცხლი ორ ახალგაზრდა მამაკაცს გაუხსნეს. მომხდარი შემთხვევის შედეგად მოკლულია ერთი და დაჭრილია ერთი პირი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკეში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

banner
წინა სტატიაშილაშა ტალახაძეს საჩხერეში საზეიმოდ დახვდნენ
შემდეგი სტატიაირაკლი სესიაშვილი სოფელ კონდოლის მოსახლეობას შეხვდა