ვაკეში, მარუხის ქუჩის 13 ნომერში ყაჩაღობა მოხდა

ვაკეში, მარუხის ქუჩის 13 ნომერში ყაჩაღობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ნიღბიანმა და შეიარაღებულმა პირებმა ახლადაშენებული კორპუსის მეშვიდე სართულზე მდებარე ბინა დაყაჩაღეს. წაღებულია თანხა. სავარაუდოდ 1000 ევრო და 2500 ფუნტი. დაზარალებულები ამ დროისათვის ვაკე -საბურთლოს პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებიან.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის და 236-ე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარების მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა ჯერჯერობით დაკავებული არავინაა.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლომ გიგი უგულავას საკონსტიტუციო სარჩელი არსებითად განსახილველად არ მიიღო
შემდეგი სტატიაზუგდიდის მე-15 საჯარო ბაღში, სადაც გუშინ ინციდენტი მოხდა, აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან