ვაკეში ხანძარია

ვაკეში, ჭავჭავაძის 37 ნომერში ხანძარია. ცეცხლი საცხოვრებელ სახლს უკიდია. ადგილზე ამ წუთებში 6 სახანძრო და ერთი სამაშველო ბრიგადა მუშაობს. საგანგებო სიტუაციების მართვის პრესსამსახურში აცხადებენ ,რომ ხანძარი ამ დროისათვის ლოკალიზებულია და მიმდინარეობს მისი სალიკვიდაციო სამუშაოები. საცხოვრებელი სახლიდან მოსახლეობის ევაკუაცია დროულად მოხდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამას გამოძიება დაადგენს.

banner
წინა სტატიაშიშორენა თეთრუაშვილი პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს მოიხსენიებდა ოქროს თევზად
შემდეგი სტატია(video) სააკაშვილი: მე დავბრუნდები უკრაინაშიც და საქართველოშიც