ვაკეში, ე.წ კანონიერი ქურდის სოხუმსკის, მერაბ ჯანგველაძის ძმა მოკლეს.სროლის შედეგად დაჭრილია მოკლულის თანმხლები პირი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი. ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი მკვლელობის თვითმხილველები ყვებიან, რომ ცხრა გასროლის ხმა გაიგეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, მკვლელობის და 336-ე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.
ჭავჭავაძის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ადგილზე გამომძიებლები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. გამზირი ნაწილობრივ გადაკეტილია.