ვაკავებთ ადამიანს, რომელსაც ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში უკრაინული სახელმწიფოს წინააღმდეგ – უკრაინის პროკურატურა

მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განცხადება გააკეთა. უკრაინის პროკურატურამ ფარული აუდიოჩანაწერი გაავრცელა. პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფოს წინააღმდეგ მძიმე დანაშაულში სდებს ბრალს.

„ჩვენ ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას. ვაკავებთ ადამიანს, რომელსაც ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში უკრაინული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ამიტომ მის გარშემო მყოფებს შეუძლიათ იხილონ, რაც იქნა დაფიქსირებული და მოძიებული უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ,“ – განაცხადა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ.

იური ლუცენკოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს უკრაინული სახელმწიფოს წინააღმდეგ მძიმე დანაშაულში ედება ბრალი და მისი გუნდი ფინანსდებოდა იანუკოვიჩის წარმომადგენლების მიერ. კერძოდ, ამ ყველაფერი უკან, როგორც ამას პროკურატურაში ამბობენ, ბიზნესმენ სერგეი კურჩენკო დგას.

გარდა ამისა, უკრაინული სამართალდამცველების მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილს ნახევარი მილიონი დოლარი გადასცეს.

banner
წინა სტატიაშიპატიმრის დედის წერილი
შემდეგი სტატიანიკა რურუას შეფასებით ის, რაც ახლა ხდება კიევში, სააკაშვილისთვის პოლიტიკურად მომგებიანია