ვაკანსია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტის ვაკანსიაზე.
შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობა: პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტთა პროფესიული განათლების მხარდაჭერა. კერძოდ:
– შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა რეკრუტირება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩართვის მიზნით;
– შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა და მათი ოჯახების კონსულტირება პროფესიული განათლების სისტემაში ჩართვის შესაძლებლობების შესახებ, მხარდაჭერა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ცართვის პროცესში;
– საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინურ გუნდებთან აქტიური თანამშრომლობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ზოგადსაგანმანათლებლო სისტემიდან პროფესიული განათლების სისტემაში გადამისამართების პროცესში;
– შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა შეფასება მათი პროფესიული ინტერესების, წინა პროფესიული უნარ–ჩვევების დადგენის მიზნით;
– შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა პროფორიენტაციის განხორციელება კარიერის დაგეგმვის სპეციალისტთან და პროფესიული განათლების მასწავლებელთან ერთად;
– შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტთათვის სასწავლო პროცესის და სასწავლო გარემოს მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით განსაზღვრა; ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება;
– შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტთათვის სწავლისას და სამეწარმეო პრაქტიკისას ინდივიდუალურად მორგებული სასწავლო პროცესის და სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის კადრთან ერთად (პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან, პროფესიულ მასწავლებლებთან, კარიერის დაგეგმვის სპეციალისტებთან და სხვ.);
– პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა და სხვა სპეციალისტთა კონსულტირება და მხარდაჭერა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტთა სწავლების პროცესში;
– მონაწილეობის მიღება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და პრაქტიკის მიმღებ ორგანიზაციებში ინკლუზიური განათლების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების დანერგვის პროცესში (შესაბამისი აქტივობები დაგეგმვა და უზრუნველყოფა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა, დამსაქმებელთა, სტუდენტთა შორის);
– პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, პრაქტიკის მიმღებ ორგანიზაციებში, დასაქმების ადგილებში, თემში ინკლუზიური განათლების მხარდაჭერისთვის შესაბამისი აქტივობების ინიცირება, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან და პროექტის „ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში“ ადმინისტრაციასთან შეთანხმებით;
– შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტთა საგანმანათლებლო პროცესის მართვისას მულტიდისციპლინური გუნდური მიდგომით და ეთიკური პრინციპების დაცვით მოქმედება;
– შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტთა საგანმანათლებლო პროცესის და განხორციელებული მხარდამჭერი აქტივობების დოკუმენტირება;
– პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან ინკლუზიური განათლების მხარდაჭერისთვის განსაზღვრული აქტივობების განხორციელება.
შენიშვნა:
აღნიშნულ პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში აპლიკანტს მოეთხოვება კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით თბილისსა და რეგიონში ორგანიზებულ ტრენინგებში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
სასურველიპროფესია:ფსიქოლოგი, სპეც.მასწავლებელი, ოკუპაციური თერაპევტი
სასურველი საგანმანათლებლო ხარისხი: მაგისტრის ხარისხი სოციალურ მეცნიერებებში, განათლების ან რომელიმე სხვა დაკავშირებულ სფეროში
სამუშაო გამოცდილება: მუშაობის არა უმცირეს ორწლიანი გამოცდილება რეაბილიტაციის, განათლების და/ან ინკლუზიური განათლების სფეროში
სასურველი კომპეტენცია: „საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ“. ,,საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ“ ,,პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგია (პროფესიული განათლების შუალედური სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2009-2012 წლებისათვის), „ეროვნული სასწავლო გეგმა 2011–2016“, „სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა განათლების სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა“
სასურველი უცხო ენა: ინგლისური ენა

სხვა სპეციალური მოთხოვნები:
– საჯარო სკოლებში, სპეციალიზირებული პროფილის მქონე სკოლებში, დღის ცენტრებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება,
– კომპეტენცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ფუნქციური, აკადემიური უნარების შეფასებისა
– კომპეტენცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის და განხორციელების
– კომპეტენცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა რეაბილიტაციის და/ან სწავლების

დამატებითი ინფორმაცია
უპირატესობამიენიჭება პირს, რომელსაც დამატებით აქვს:
– სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა მხარდაჭერის გამოცდილება პროფესიული განთლების მიღებისა და დასაქმების პროცესში;
–დამატებითაქვს პროფესიული განათლების სისტემაში მუშაობის გამოცდილება.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
– ავტობიოგრაფია
– სამოტივაციო წერილი
– სარეკომენდაციო წერილი დასაქმების ადგილიდან
– პირადობის მოწმობის ასლი
– განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (დიპლომის ასლი)
– კვალიფიკაციის სხვა დამადასტურებელი დოკუმენტები

საბუთების წარმოდგენის ვადა – 2016 წლის 26 აგვისტოს ჩათვლით. მისამართი: თბილისი, კოსტავას 77, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი. საკონტაქტო პირები: ეკა ნარეშელაშვილი (ტელ: 599935954); დარეჯან მეფარიშვილი (ტელ: 577404008).

banner
წინა სტატიაშითურქეთის ელჩი : ტურისტებისთვის თურქეთში ჩასვლა საფრთხეს არ წარმოადგენს
შემდეგი სტატიასაფრანგეთის პროკურატურამ სასულიერო პირის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა დაასახელა