ვაინშტაინი სექსუალური ძალადობის მსხვერპლთ 44 მილიონ დოლარს გადაუხდის, მაგრამ სასამართლო მაინც შედგება

ჰოლივუდელმა კინოპროდუსერმა ჰარვი ვაინშტაინმა შეთანხმებას მიაღწია იმ პირებთან, რომლებიც მას სექსუალურ ძალადობაში სდებენ ბრალს – პროდიუსერი მათ 44 მილიონ დოლარს გადაუხდის – ამერიკული მედია ავრცელებს. ამავე დროს, მის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი ჩვეულებრივად გაგრძელდება.
ვაინშტაინი, რომელიც რამდენიმე “ოსკარის” მფლობელია, 2018 წელს გაუპატიურების ბრალდებით დააპატიმრეს. მას სისხლის სამართლის ხუთ ეპიზოდში აქვს ბრალი წაყენებული – “ბიბისი” წერს. ვაინშტაინი უარს ამბობს ყველა ბრალდებაზე.
სამ ივნისს ნიუ-იორკის სასამართლო ვაინშტაინის საქმის განხილვას დაიწყებს.

banner
წინა სტატიაშისარკაზმით გაცილებული ტერეზა მეი
შემდეგი სტატიაექსკურსიებზე სკოლის მოსწავლეთა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაყვანის საკითხი კანონით დარეგულირდება