ეკა ბესელია გამოეხმაურა ილო ნიკოლაიშვილის სტატუსს ფეისბუქზე, სადაც ავტორი წერდა, რომ “ქოცებმა სამშობლოს პირველად 2012 წელს უღალატეს,
როცა რუსებს გადასცეს აფხაზეთში მოქმედი საქართველოს სპეცსამსახურების აგენტურის სრული სია, რის შედეგადაც რუსებმა 1 ღამეში დააპატიმრეს ათეულობით ადამიანი”.
“აბა, ვის ახსოვს, ქოცებმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, 2012 წელსვე სამშობლოს პირველად რითი უღალატეს?
რუსებს გადასცეს აფხაზეთში მოქმედი საქართველოს სპეცსამსახურების აგენტურის სრული სია, რის შედეგადაც რუსებმა 1 ღამეში დააპატიმრეს ათეულობით ადამიანი.
რუსულმა არხებმა ზარზეიმით გადასცეს “აფხაზური ძალოვნების გასაოცარი მუშაობის შედეგები”.
საქართველოს იმ დროინდელი სპეცსამსახურების მუშაობის წყალობით, რუსები ოჩამჩირის აქეთ ცხვირს ვერ ყოფდნენ, რაც დიდ წილად ქართული მხარისთვის აგენტურისგან ოპერატიულად მიღებული ინფორმაციის დამსახურება იყო.
ადამიანს, რომელმაც ის ქსელი ააწყო აფხაზეთში და ფენომენალურ შედეგებს მიაღწია, რომა შამათავა ქვია.
ეს ლეგენდარული ქართველი სპეცი რუსულმა რეჟიმმა რა თქმა უნდა, ციხეში ჩასვა. დღესაც ციხეშია.
მისი გაშავების და ცილისწამების რუსულ სპეცოპერაციას ეკა ბესელია ხელმძღვანელობდა.
ბესელიამ სასამართლოში შამათავასთვის განაჩენის გამოცხადების წინა ღამით ნეგატიური საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად, უდანაშაულობის პრეზუმფციის სრული დარღვევით რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, რომ მან რუსეთის აგენტობაში ტყუილად დადანაშაულებული ადამიანი მოკლა და გვამი ზღვაში გადააგდო.
სვანეთში დაიჭირაო, მანქანაში ჩააგდო, ბათუმში ჩაიყვანა, იქ ბათუმის კუდის თანამშრომელს ნავი მოაყვანინა, შუა ზღვაში გავიდნენ, თავში ტყვია ესროლა, ფეხზე ქვა მოაბა და წყალში გადააგდოო.
როგორ გგონიათ, რატომ ბათუმში? სვანეთიდან ბათუმამდე ნავს ვერ იშოვიდა ამხელა საქმეების მკეთებელი რომა შამათავა?
რატომ არ მოკლა მაგალითად ანაკლიაში, ფიჩორში, განმუხურში, ფოთში? რატომ უნდა ეთრია რუსეთის აგენტი ბათუმამდე, თუ მისი მოკვლა სურდა?
დებილი იყო? არა, რა თქმა უნდა. უბრალოდ, მაშინ ქოცებმა ბათუმის კუდის კაცი მოჭიმეს, ნამუსზე ხელი ააღებინეს და ცრუ ჩვენებები მიაცემინეს.
შედეგად, შამათავას მკვლელობის გამო სასჯელი ამ ერთადერთი ცრუ მოწმის ჩვენებით მიუსაჯეს!
ეს ამბები მარტო პირადად მე ალბათ, 15-ჯერ მაინც მექნება დაპოსტილი ამ 13 წლის განმავლობაში, მაგრამ – “რა რუსები არიან კაცო, რეებს იგონებ, ქვეყანა სწორი გზით მიდის, არ ვიცი შამათავა და აგენტები, ვერ ვერკვები ეგეთებში, მაგრამ სად არიან, აბა რუსები?!”.
პ.ს. რომა შამათავა ისევ ციხეში ზის. ეკა ბესელია ოპოზიციის სთარია.
გააგრძელე საქართველოს ისტორია”, – დაწერა ილო ნიკოლაიშვილმა, ხოლო მოგვიანებით სტატუსს ეკა ბესელია გამოეხმაურა:
“ვაი თქვენს პატრონს , რას ბოდავთ და რას წერთ ამ სისულეებს😁ეგ ნაძირალა ბიბილაშვილი – კაცუნა – როდემდე იჭორავებს ?
აი ამიტომ იყავით დასამთავრევებელი ნაცები ასეთი ურცხვები და ცილისმწამებლები რომ ხართ!!!
ოცნებაც თქვენნაირია და ამიტომაც ორივე ერთმანეთის ღირსები ხართ!!!”, – დაწერა მან, რაზეც ზაზა ბიბილაშვილისგან პასუხიც მიიღო:
“შე მართლა ნაძირალავ, პირი კარგად გამოირეცხე, სანამ ჩემს სახელს ახსენებ. ეფესბეშნიკი შკრილნიკოვი მე არ გამითავისუფლებია “პოლიტპატიმრად”. მოვა მაგ ამნისტიის გამოძიების დროც…”, – დაწერა კომენტარში ზაზა ბიბილაშვილმა.















