ვაგზლის მოედანთან ავარიული შენობის საგანგაშო მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში ვიდეოები ჯერ კიდევ 2024 წლიდან ქვეყნდებოდა. ახლო ხედით გადაღებულ ვიდეოში კარგად ჩანს შენობაზე არსებული ორი დიდი ბზარი და ის ადგილი, რომელიც 14 ივლისს ჩამოიშალა. კომენტარებში წერენ, რომ შენობასთან დაკავშირებით არაერთხელ მიმართეს თბილისის მერიას, მათ შორის, წერილობითაც, თუმცა დედაქალაქის მერიის მხრიდან განცხადებებს რეაგირება არ მოჰყოლია.
შეგახსენებთ, შენობის ზედა ნაწილი 14 ივლისს, დაახლოებით 19:00 საათზე ჩამოიშალა. დაიღუპა ორი ადამიანი, რომლებიც ჩამოშლის მომენტში ტროტუარზე იმყოფებოდნენ. დაზიანდა ავტომანქანები, ათეულობით ადამიანი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. აღსანიშნავია, რომ იმ ადგილას ტროტუარი დეზერტირების ბაზრისკენ მიემართება და იქ ყოველთვის ხალხმრავლობაა.
ადგილობრივი მოვაჭრეები ერთ-ერთი დაღუპულის შესახებ ამბობენ, რომ მას დედ-მამა არ ჰყავდა და ფიზიკური შრომით ირჩენდა თავს.
ვაგზლის მოედანთან ავარიული შენობის ნაწილის ჩამონგრევის წუთები

















