დილიდან თბილისში, ვაგზლის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. იმის მიუხედავად, რომ ადგილზე დიდი რაოდენობით მეხანძრე-მაშველია მობილიზებული, ხანძრის ფართობი იზრდება. თვითმხილველთა თქმით, ცეცცხლი იმ ადგილას გაჩნდა, სადაც ტანსაცმლის, ხილ-ბოსტნეულისა და სხვადასხვა სახის ნივთების საწყობებია.