ვაგრძელებთ ბრძოლას, რომ ოცნებამ ვერ აიღოს 43% და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები 2022 წელს

ვაგრძელებთ ბრძოლას, რომ ოცნებამ ვერ აიღოს 43% და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები 2022 წელს, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრი, მამუკა ხაზარაძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

მისივე თქმით, პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ფრაქცია გამოაცხადებს ბოიკოტს და დატოვებს პარლამენტს.

„ოცნების ლიდერები უკვე ჩამოყალიბდნენ როგორც საერთაშორისო დონის „გადამგდებები“, მათ არა მარტო ქართველი ხალხი გადააგდეს და მოატყუეს უკვე მერამდენედ, არამედ ევროკავშირის 27 ქვეყანა და შეერთებული შტატები, რომლებიც შარლ მიშელის დოკუმენტის მედიატორები არიან.

ამ დონის პოლიტიკური გარიგებიდან ვერ გახვალ, პასუხისმგებლობა აღებულია, სასწორზე დევს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალი, ამიტომ, ვაცხადებთ – ვაგრძელებთ ბრძოლას, რომ „ოცნებამ“ ვერ აიღოს 43% და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები 2022 წელს. ამ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ფრაქცია „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის“ გამოაცხადებს ბოიკოტს და დატოვებს პარლამენტს. ასევე მოვუწოდებთ სხვა ოპოზიციურ ძალებს ანალოგიური ნაბიჯისკენ. ბრძოლა იქნება უკომპრომისო, ჩვენი ქვეყნის საბოლოო გამარჯვებამდე“, – წერს მამუკა ხაზარაძე.

banner
წინა სტატიაშიზაალ უდუმაშვილი: დღეს რომც გვინდოდეს ხელმოწერა დოკუმენტზე, რას უნდა მოვაწეროთ, აღარ არსებობს, ანულირებულია დოკუმენტი
შემდეგი სტატიავიოლა ფონ კრამონი: ეტაპობრივად არის რუსეთთან შეიძლება ითქვას დაახლოება