სახელმწიფო „ვაგნერს“ ბიუჯეტიდან სრულად აფინანსებდა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პერსონალთან შეხვედრაზე განაცხადა.
„მთელი ვაგნერის ჯგუფის შენახვა სრულად იყო უზრუნველყოფილი სახელმწიფოს მიერ, თავდაცვის სამინისტროდან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჩვენ სრულად ვაფინანსებდით ამ ჯგუფს. 2022 წლის მაისიდან 2023 წლის მაისამდე ხელისუფლებამ 86 მილიარდ რუბლზე მეტი გადაუხადა კერძო სამხედრო კომპანიას“, – აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი.