რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ერთ-ერთი მეთაურის ცნობით, უკრაინის წინააღმდეგ ომში 22 ათასი მებრძოლია მოკლული.
ამის შესახებ დაქირავებული მეომრების შტაბის მეთაურმა, „ვაგნერთან“ დაახლოებულ ტელეგრამ არხზე დაწერა.
მისი მტკიცებით, „ვაგნერის“ რიგებში სულ 78 ათასი მებრძოლი იყო გაწევრიანებული, მათგან 49 ათასი მსჯავრდებული.
„ვაგნერის“ ერთ-ერთი სამხედრო მეთაური ამტკიცებს, რომ საბრძოლო მოქმედებებში 40 ათასი მებრძოლი დაიჭრა.
როგორც „რადიო თავისუფლება“ წერს, თუ აღნიშნული მონაცემები სიმართლეს შეესაბამება, მაშინ „ვაგნერის“ მსხვერპლი 46%-ით აღემატება დანაკარგს, რომელიც საბჭოთა არმიამ მთელი ავღანეთის ომის მიმდინარეობისას განიცადა და ოთხჯერ აჭარბებს რუსული არმიის მსხვერპლს ჩეჩნეთის პირველ ომში.