რუსული msk1_news, რომელსაც ტვერის პროზექტურიდან ონლაინტრანსლაცია აქვს ჩართული, წერს, რომ პრიგოჟინის ცხედარი ტვერის პროზექტურაშია გადასვენებული და სამედიცინო ექსპერტიზა უტარდება. იქვეა დანარჩენი 9 ცხედარიც. პროზექტურა პოლიციის მიერაა ალყაშემორტყმული.
რუსეთის ქალაქებში ევგენი პრიგოჟინთან გამომშვიდობება დაიწყეს. მაგალითად, ნოვოსიბირსკში სპონტანური მემორიალი გაკეთდა, სადაც მებრძოლები მიდიან და ყვავილები მიაქვთ ან ტირიან.
ჩამოვარდნილი თვითმფრინავის კუდის ნაწილი, თვითმფინაის ჩამოგდების ადგილიდან 3,5 კმ-ის დაშორებით იპოვეს.
ჩამოვარდნის ადგილზე ნაპოვნია ევგენი პრიგოჟინის მობილური ტელეფონი.
პრიგოჟინის კუთვნილი მეორე თვითმფრინავი, რომელიც პირველის ჩამოგდების დროს მოსკოვის თავზე კურსირებდა, ერთ-ერთ აეროდრომზე დაეშვა.
“ვაგნერის” მეთაურები მოუწოდებენ თანამებრძოლებს, არ იაქტიურონ ქვეყნის შიგნით, სანამ ქვეყანას გარე საფრთხეები ემუქრება.