ვაღიარებ, რომ ვიდეო გადმოვწერე და მეგობრებს გავუგზავნე – ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებული

ვაღიარე ის, რაც მოხდა, გადმოვიწერე ინტერნეტიდან და ჩემ რამდენიმე მეგობართან, რომლებიც ჩემთან ერთად იყვნენ, გადავგზავნე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერის გავრცელების საქმეზე ბრალდებულმა ანტონ ღლონტმა განუცხადა.

ის თბილისის საქლაქო სასამართლომ დღეს კიდევ სამ პირთად ერთად 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გაათავისუფლა.

როგორც ღლონტი აცხადებს, მან გამოძიების ეტაპზეც არ დაუმალავს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერი მას ჰქონდა.

ღლონტი აცხადებს, რომ აღნიშნული ვიდეო მან, “გუგლიდან” გადმოიწერა.

“გამოძიებას არც ვეწინააღმდეგობოდი, რომ ეს კადრები მქონდა. ჩვეულებრივად მოვიძიე, “გუგლიში”, – განაცხადა ღლონტმა.

სამართალდამცავებმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვიდეოჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით, 18 პირი დააკავეს. მათგან თავდაპირველად,14 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეფარდათ, 4 პირს კი, პატიმრობა. სწორედ აღნიშნული პირები გათავისუფლდნენ დღეს გირაოს სანაცვლოდ.

ყველა მათგანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვთ წარდგენილი.

banner
წინა სტატიაში„ივანიშვილს აუწყეს, რომ მმართველ გუნდს მეზარბაზნეები არ ჰყავს“
შემდეგი სტატიაპრემიერი გიორგი ქობულიას სახლის გაძარცვაზე – ასეთი რამ ყველგან შეიძლება მოხდეს