ვაღიარებ, ჩვენი სანქციების ნაწილს აქვს გლობალური რეზონანსი, ევროპელები იხდიან საფასურს, მაგრამ ეს არის ფასი, რომელიც უნდა გადავიხადოთ თავისუფლებისთვის – სტოლტენბერგი

ყველა გამოწვევა, რომლის წინაშეც ახლა ვდგავართ, არის დაკავშირებული უკრაინაში ომთან. ეს არის ძალადობრივი ომი, რომელიც პუტინმა წამოიწყო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ ევროპაში, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს სამიტის დაწყებამდე გამართულ ფორუმზე განაცხადა.

მისივე თქმით, პრობლემების დასაძლევად ყველაზე მარტივი გზა უკრაინაში ომის დასრულებაა.

გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე, გლობალური საკვების ბაზრებზე არსებულ სიტუაციაზე პასუხისმგებელია ვლადიმერ პუტინი. ამ პრობლემების დასაძლევად ყველაზე ადვილი გზა არის ომის დასრულება, პუტინის მიერ უკრაინიდან საკუთარი ჯარის გაყვანა და სუვერენულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოზე თავდასხმის დასრულება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

როგორც სტოლტენბერგი ამბობს, სწორედ ომია მიზეზი სურსათის ფასებთან დაკავშირებული პრობლემებისა და იმისა, რომ გაძნელებულია უკრაინიდან ხორბლისა და საკვების ექსპორტი.

ამასთან, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს გლობალური რეზონანსი აქვს და ევროპელები საფასურს იხდიან, თუმცა ეს არის ფასი, რომელიც უნდა გადაიხადონ თავისუფლებისთვის, რათა დავიცვათ წესებზე დამყარებული მსოფლიოს წესრიგი.

„ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ გამოწვევა, რომლის წინაშეც ვდგავართ სურსათის ფასებთან დაკავშირებით და უკრაინიდან ხორბლის გამოტანასთან, არ არის გამოწვეული ჩვენი ეკონომიკური სანქციების გამო. ნატო-ს მოკავშირეებს ხორბლის ექსპორტზე სანქციები არ დაუწესებიათ. მიზეზი იმისა, რატომ არის ძნელი უკრაინიდან ხორბლის და საკვების გამოტანა, არის ომი. ასევე ვაღიარებ, რომ ჩვენი სანქციების ნაწილს, რომელიც დაწესებული გვაქვს რუსეთის ინდუსტრიაზე და ფინანსურ სექტორზე, აქვს გლობალური რეზონანსი, მათ შორის ენერგეტიკულ ბაზრებზეც. ევროპელები, ნატო-ს წევრები და აშშ იხდიან საფასურს. ამას ვერ უარვყოფთ, მაგრამ ეს გაცილებით ნაკლები ფასია, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ პუტინი თავისას გაიტანს დამოუკიდებელი სახელმწიფო წინააღმდეგ ძალის გამოყენებით. ეს არის ის ფასი, რომლიც უნდა გადავიხადოთ თავისუფლებისთვის, რათა დავიცვათ წესებზე დამყარებული მსოფლიოს წესრიგი და დავრწმუნდეთ, პუტინი ისწავლის გაკვეთილს, რომ ის არ იქნება დაჯილდოებული ასეთი ძალადობრივი სამხედრო ძალის გამოყენებისთვის. მე არ ვამბობ, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ჩვენზე არავითარი, ნულოვანი ეფექტი არ აქვს, მაგრამ ვამბობ, რომ ყველაზე დიდი შედეგი მაინც ომს მოაქვს და მეორე მხრივ, ის ფასი, რასაც ვიხდით, ამად ღირს, რადგან ამ საფასურს ვიხდით მამაცი უკრაინელების მხარდასაჭერად, რათა მათ შეეძლოთ საკუთარი თავის დაცვა“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

banner
წინა სტატიაშიკობახიძეს არსად ეჩქარება, მაგრამ გვეჩქარება ჩვენ – „ქართულ ოცნებას“ 3 ივლისამდე აქვს ვადა, მნიშნველოვანია, რა პასუხს მივიღებთ, გაცილებით ფართო და მწვავე იქნება ჩვენი მოქმედების არეალი – ვაშაძე
შემდეგი სტატიათავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია და კომიტეტის წევრები ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ