“ვაღიარებ, ამპარტავანიც ვარ” – კობახიძე კოპალეიშვილს

“დიდი მადლობა, ვაღიარებ, ამპარტავანიც ვარ” – ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ მაია კოპალეიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის წარმომადგენელმა მას თვითკმაყოფილი უწოდა – “თქვენ ძალიან თვითკმაყოფილებით გამოირჩევით, ბატონო ირაკლი” – მიმართა კოპალეიშვილმა კობახიძეს.

კოპალეიშვილის ეს რეპლიკა კობახიძის განცხადებას მოჰყვა, სადაც მან თქვა – “ბოდიში, რომ სწორად მიმყავს პროცესი”. კოპალეიშვილმა ამაზე კობახიძეს უპასუხა, რომ პროცესი საკონსტიტუციოს მოსამართლეებს მიჰყავთ – “ამას შეაფასებს საზოგადოება, თქვენ მიგყავთ თუ არა სწორად”

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტ​ი – ზანგეზურის დერეფანი იქნება ნატო-ს დასაყრდენი, ეროვნული უსაფრთხოების საფრთხე რეგიონის ქვეყნებისთვის და ირანი ამას მტკიცედ ეწინააღმდეგება
შემდეგი სტატიავოლსკი – არ გამოვრიცხავ, „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკურად ვაჭრობდეს იმპიჩმენტის თემით და საკუთარი ხმების სანაცვლოდ, სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდეს